სასწაულები, წმინდანთა გამოცხადებები, მირონმდინარე ხატები





ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ”არსებული” (ბერძ. იპარხოსა)

იერუსალემი, ისრაელი




ეს ხატი დაიწერა 1995 წ., როდესაც იერუსალემში ერთ მუსლიმან გოგონას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. გოგონა მართლმადიდებლად მოინათლა ღვთისმშობლის შეწევნით, რომელმაც სთხოვა მისი ხატის დაწერა: “მინდა დაიწეროს ჩემი ხატი, რომელზედაც ჩემი სახე სევდიანი იქნება. შავით ვიქნები მოსილი. მარჯვენა ხელის სამი თითი შეკრული მექნება და ხატის სახელწოდება იქნება არსებული”.

2002 წ. 4 დეკემბერს (ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე) ხატს მირონდენა დაეწყო თვალებიდან. ღვთისმშობლის შავი სამოსი ადამიანების ღვთისგან განდგომის მაჩვენებელი და ანტიქრისტეს მოსვლის მომასწავებელია. ღვთისმშობლის სამი შეკრული თითი წმ. სამებას, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს განასახიერებს. სახელწოდება “არსებული” გვიჩვენებს, რომ იგი ჭეშმარიტად არსებობს. მისი მადლი კი ჩვენს გადარჩენას მოასწავებს. თუ ერეტიკოსები და ქრისტეს მოწინააღმდეგები მას უარყოფენ, ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ:

“შენ არსებობ, დედაო ღვთისაო და ხარ შემწე ჩვენი ცოდვებისათვის უფლის წინაშე”.













მირონმდენი ხატის წინაშე ლოცვას აღავლენს იერუსალემის პატრიარქი ირენეოს I