ქრისტიანობის კრიმინალიზაცია

თანამედროვე მსოფლიო და ქრისტიანობა





- თანამედროვე მსოფლიო და ქრისტიანობა -

მრავალი ადამიანის ცნობიერებაში თანამედროვე დემოკრატია და ქრისტიანობა არ არის ურთიერ-გამომრიცხავი მცნებები. თუმც, როგორც ქვემოთ გავეცნობით ეს მხოლოდ მითია, რომლის უკან მავანნი საგანგებოდ შემუშავებული საშუალებებით ცდილობენ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში კანონგარეშედ გამოაცხადონ. წიგნში მოყვანილი პარადოქსული ფაქტები თუ სასამართლო პროცესები ნათლად ადასტურებენ ამ ერთი შეხედვით დაუჯერებელ პროცესს, რომელმაც მრავალ ადამიანს აუხილა თვალები აშშ-ში, ინგლისში, გერმანიასა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და გამოიყვანა ქრისტიანობის და ზოგადადამიანური პრინციპების ერთგულ დამცველად ხელჩართული ბრძოლის ველზე, სადაც ორივე მხარის დევიზია “ბრძოლა სიკვდილამდე”.

“გამაოგნებელია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც რელიგიას უტევენ – შემწყნარებლობის სახელით იმართლებენ თავს. ჩნდება კითხვა: ჭეშმარიტება არ არის განა მათი რელიგიური შეუწყნარებლობა? – რონალდ რეიგანი, 1984 წ.




ევრო-2012 გათამაშებაზე აიკრძალა ქრიატიანული ჯვარი

ჯონ გალტი. 18 მარტი, 2012 წ.
რელიგია და კულტურა



ქრისტიანობაზე შეტევის მორიგი მცდელობა განახორციელა უეფამ (UEFA). ორგანიზაციის გადაწყვეტილებით Euro 2012 ჩემპიონატზე პოლონეთსა და უკრაინაში აიკრძალა ქრისტიანული ჯვრის ჩვენება. პოლონეთის მოსახლეობა ძლიერ შეწუხებულია ამგვარი გადაწყვეტილებით, რადგან, ყოველივე ეს, როგორც სჩანს, გაგრძელებაა იმ შეტევისა, რომელსაც ახორციელებენ ე.წ. პოლტიკური კორექტულობის დროშასამოფარებული ტექნოკრატები და ბიუროკრატები ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ.

New Poland Express-მა საკმაოდ მკაცრი რეაქცია გამოხატა ამ ფაქტის მიმართ: კონსერვატიული პოლიტიკოსები და ქრიატიანული ჯგუფები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ჯვრის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საპროტესტო მოძრაობა განაპირობა უეფას მიერ იმ სიის გამოქვეყნებამ, სადაც მითითებული იყო ჩემპიონატის მსვლელობისას აკრძალული საგნების და სიმბოლოების ჩამონათვალი. ამ სიაში, იარაღისა და ბოთლების გვერდით მითითებულია: ”საგნები, რომლებიც გამოხატავენ რასისტულ, ქსენოფობიურ, პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს... ” ”ეს უცნაური გადაწყვეტილება წარმოადგენს ღმერთის მორწმუნე ადამიანების უფლებების სისტემატური აღმოფხვრის მორიგ მცდელობას. ძალზედ მცდარია რელიგიის და რასიზმის ერთ დონეზე განხილვა.” განაცხადა მამა იაროსლავ ვასოვიჩმა გაზეთ ”გაზეტა პოლსკასთან” (Gazeta Polska) ინტერვიუში. ამგვარი გადაწყვეტილება ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის პორტუგალიას, რადგან ჯვარი ამ ქვეყნის ეროვნული დროშის ნაწილია, ხოლო ათიათასობით მორწმუნე კათოლიკე გულშემატკივარი სიამაყით ატარებს რწმენის სიმბოლოს - ჯვარს გულმკერდზე და მაისურებზე. ძალზედ საინტერესო იქნება, თუ ეს იდეა გავრცელდება ა.შ.შ.-შიც, სადაც იოანეს 3.16 (”ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე”) და მუხლმოდრეკა აგრეთვე აიკრძალება, თუ პოლიტიკურად კორექტულები გადაწყვეტენ, რომ შეერთებულ შტატებშიც გადაიღონ ევროპული მაგალითი.

წყარო:
http://www.newpolandexpress.pl/polish_news_story-4132-cross_banned_for_euro_2012.php
http://johngaltfla.com/wordpress/2012/03/18/christian-cross-banned-at-all-uefa-euro-2012-events


“სიძულვილის დანაშაულთა” კანონპროექტი
აშშ წარმომადგენელთა პალატაში განსახილველად მიღებულია ე.წ. “სიძულვილის დანაშაულთა” სია.(“სიძულვილის დანაშაულთა” განმარტება აშშ კანონმდებლობაში ამგვრია: კრიმინალური ქმედება, რომელიც მიმართულია ხალხის საზიანოდ ან დასაშინებლად, მათი რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან უმცირესობის სტატუსის გამო).ამერიკული ორგანიზაცია Repent America (RA) შეუერთდა ამ კანონპროქტის დამტკიცების წინააღმდეგ გამოსულ სხვადასხვა ორგანიზაციებს და მოძრაობებს. ორგანიზაცია ყველა ქრისტიან ამერიკელს მოუწოდებს ამ საგანგაშო სიტუაციაში უფრო მეტად ილოცონ და მოსთხოვონ თავიანთ ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ კანონპროექტს.

თვის დასაწყისში რესპუბლიკელმა შეილა ჯექსონ-ლიმ (ტეხასი) წარმოადგინა წინადადება (H.R.. 254), რომელიც გულისხმობს ახალი ფედერალურ სასჯელთა მიღებას ე.წ. “სიძულვილის დანაშაულებზე”.“წარმოდგენილი სიძულვილის ფედერალურ დანაშაულთა სია ჩვენს სამოქალაქო თავისუფლებისთვის ძალზედ საშიში მუქარაა”. “თუ ეს კანონპროქტი დამტკიცდა, მაშინ ის გამოყენებული იქნება ქრისტიანთა მასობრივი დაპატიმრებებისთვის” განაცხადა Repent America-ას დირექტორმა მაიკლ მარკავეიჯმა.

“ეს კანონპროქტი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა გააკონტროლონ ჩვენი ფიქრები, რაც უთუოდ დაარღვევს კონსტიტუციის პირველ დამატებას. ეს კანონპროქტი აბსოლუტურად არასაჭიროა, არაკონსტიტუციურია და უბრალოდ არა-ამერიკული!” განაცხადა მაიკლ მარკავეიჯმა.


World Net Daily, March 8, 2007
სასამართლო ცენზურას უწესებს ქრისტიანებს
სასამართლო დადგენილებით გამოთქმა “ოჯახური ფასეულობები” სიძულვილის გამოხატულებაა და რიგით ამერიკელ მოსამსახურეებს აშინებს! აშშ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ მუნიციპალურ მოსამსახურეებს უფლება აქვთ ცენზურა დააწესონ ისეთ გამოთქმებზე, როგორიცაა “ნორმალური ოჯახი”, “ქორწინება” და “ოჯახური ფასეულობები”, რადგან ეს ე.წ. “სიძულვილის გამოვლენის გამოთქმებია”.

“ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება აშშ უზენაეს სასამართლოში” განაცხადა რიჩარდ აკერმანმა (აშშ ოჯახის უფლებათა დაცვის ცენტრი). აკერმანმანის აზრით ყველა ამერიკელმა ქრისტიანმა უნდა ამოიღოს ხმა ამ ფაქტის წინააღმდეგ: “თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ ეხლა და გავჩუმდებით, მალე სრულიად დაგვადუმებენ”.

აშშ ოჯახის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით: სასამართლომ აბსოლუტურად უგულებელყო მათი საჩივარი იმ ფაქტზე, რომ ქალაქ ოკლენდის მთავრობამ ნება დართო “გეი (ჰომოსექსუალ) მოსამსახურეთა ალიანსს” ღია შეტევა მოეხდინათ მორწმუნეებზე და ბიბლიაზე ელ. ფოსტის გამოყენებით. ალიანსის წევრებმა თავიანთ მოწოდებებში გაამასხარავეს ქრისტიანული ფასეულობები და მორწმუნეების დასწამეს სიძულვილი. როდესაც მოსარჩლეებმა სცადეს გაებათილებინათ ეს ბრალდებები, სასამართლო მათ დაემუქრა პროცესის დაუყოვნებელი შეჩერებით. “სასამართლომ ვერ გააცნობიერა, რომ პროცესის შეჩერების მუქარით ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა თავისუფალ აზრზე”, განაცხადა აკერმანმა. აშშ რაიონულის სასამართლოს მოსამართლე ვოგან უოლკერმა დაადგინა, რომ ოკლენდის მთავრობას უფლება აქვს აღკვეთოს პრო-ქრისტიანული ასსოციაციის Good News Employee Association განცხადებები, სადაც გამოთქმულია მხარდაჭერა ტრადიციული ოჯახური ფასეულობებისადმი და არ დაუშვას მათი გამოკვრა საინფორმაციო დაფებზე. საკვირველია, მაგრამ სასამართლოს დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ აშშ რაიონული სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.oaklandcityattorney.org/PDFS/Opinions/GoodNewsruling2-2005.pdf

მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი არ შეუშალა იმ ფაქტმა, რომ ჰომოსექსუალები თავიანთი შეხედულებების გასავრცელებლად დიდი ხანია რაც ღიად იყენებენ ქალაქის ელ. ფოსტას, საინფორმაციო დაფებს თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს. უფრო მეტიც, ქალაქის ერთ-ერთმა ოფიციოზმა გამოიყენა ელ. ფოსტა და ღიად განაცხადა, რომ ბიბლიას “სჭირდება განახლება”. მიუხედავად ამისა, ანტიქრისტიანულ შეხედულებათა გამავრცელებლების წინააღმდეგ არანაირი ზომები არ იქნა მიღებული.

აღნიშნული დადგენილება განხილული იყო სტენფორდის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზეც.

“ოკლენდის სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომელიც ამტკიცებს, რომ ქრისტიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში და უნდა იყოს დასჯადი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უზენაესი სასამართლო საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყვეტს ამ დავას აშშ დამფუძნებელთა ფასეულობათა გათვალისწინებით”, განაცხადა აკერმანმა. აკერმანმანის განცხადებით ორგანიზაციებმა Pro-Family Law Center და Abiding Truth Ministries –მა ათასობით დოლარი დახარჯეს ქალაქის მთავრობის მიერ ასე აქტიურად მხარდაჭერილი ცხოვრების ჰომოსექსუალური სტილის წინააღმდეგ ბრძოლაში.


St. Petersburg Times | January 2, 2007 | SHERRI DAY with Cathy Wos
მონუმენტის წინააღმდეგ ბრძოლას აკლია მებრძოლი!
აშშ დიქსის ოლქის სასამართლოს ადგილობრივმა ბიზმენსმენმა საჩუქრად გადასცა 10 მცნების მონუმენტი. წევრებმა მიიღეს შემოთავაზება და შავი გრანიტის 6 ტონიანი და 20 000$ შეფასებული მონუმენტი სამადლობელო ცერემონიის შემდეგ სასამართლოს წინ, კიბეებთან დადგეს. მონუმენტის შესახებ ხმა მალე გავრცელდა. ქ. გეინსვილის ათეისტებმა რეაქცია არ დააყოვნეს და თხოვნით მიმართეს “რელიგიისგან თავისუფლების ფონდს”. მათი მოთხოვნაა სასამართლოს წევრებმა შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება და აიღონ მონუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ათეისტები სასამართლო პროცესის დაწყებით იმუქრებიან. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ფონდმა ერთი ადამიანიც კი ვერ იპოვნა მთელ 14 000-იან ოლქში, ვინც სასამართლოში შეიტანდა სარჩელს. სასამართლოს წევრის შელლი ქენონის განცხადებით ადგილობრივი მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს ანტიქრისტიანულ ფონდს. ეკლესიის და სახელმწიფოს განცალკავების დებატებში დიქსის ოლქში ბოლო დროს განვითარებული დაპირისპირება გადაიქცა ნამდვილ ბრძოლის ველად.

საქმეში ჩაერთო ვაშინგტონ პოსტიც, რომელმაც ადგილობრივი მაცხოვრებლებს ინტერვიუები ჩამოართვა. მონუმენტის დამცველებს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდათ მთელს ამერიკაში. თომას მორის საადვოკატო ბიურომ, რომელიც ქრისტიანთა რელიგიური თავისუფლების დამცველია მონუმენტის დამცველებს შესთავაზა უფასო დახმარება სასამართლო პროცესი დაიწყების შემთხვევაში.

მოსამართლე როი მურმა (დაითხოვეს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა მონუმენტის აღებაზე) განაცხადა, რომ დიქსის ოლქში განვითარებული მოვლენები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ ფლორიდაში მომხდარი დაპირისპირება. “განა უნდა ამოვიღოთ ფულიდან წარწერა “ჩვენ ღმეთის გვწამს? (In God We Trust) განა უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან გამოთქმა “ღვთის სახელით”? ეს ნიშნავს უმაღლესი არსების, იუდეო-ქრისტიანული ღმერთის არცნობას, რომელზედ დაფუძნდა ამერიკელი ნაცია. და მე თამამად ვიტყვი: არა, ეს არასწორია. ეს ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ. ეს საზიანოა ჩვენთვის”.

ანტიქრისტიანული ორგანიზაცია “რელიგიისგან თავისუფლების ფონდი” დაახ. 8 000 ათეისტს აერთიანებს მთელს ამერიკაში. ფლორიდაში რეგისტრირებულია ფონდის 436 წევრი. ფონდის წევრმა ა. გეილორმა აღიარა “ვფიქრობ, ადგილობრივი მხარდამჭერის პოვნას დრო დასჭირდება. ჩვენ ბევრი მომხრეები გვყავს ფლორიდაში. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ დიქსის ოლქიდან არავინაა”.

მოსაჩივრეს არარსებობა ანტიქრისტიანული ფონდის წევრებისთვის ძლიერ სამწუხარო აღმოჩნდა. ფონდის ერთ-ერმა წევრმა ჯ. კირკმა განაცხადა “იქ რომ ვცხოვრობდე, მონუმენტს აუცილებლად გავასაჩივრებდი; არ მესმის რატომ არ დადგეს ის ქვა სადმე კერძო ტერიტორიაზე, ან რომელიმე ეკლესიაში… რა საჭიროა მცნებები, მათ მაინც არავინ იცავს”. დიქსის ოლქის კომისიის თავჯდომარეს 59 წლის ჯეიმს ვალენტინს მკერდზე ოქროს ჯვარი უკიდია. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მორწმუნეთა ჯგუფმა ხანგრძლივი ლოცვით დამბლისგან განკურნა. “მე მწამს 10 მცნების. მე მას დავიცავ. ეს მონუმენტი ოლქს ხომ 10 ცენტიც კი არ დაუჯდა”.

ფონდი არ აპირებს დათმობას. გეილორმა განაცხადა, რომ დიქსის ოლქიდან ერთმა ახალგაზრდამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა, თუმც სასამართლოში საჩივრის შეტანაზე უარი თქვა. გეილორმა დაამატა: “ჩვენ არ დავთმობთ. ამ დროს ხალხი დაკავებულია სამსახურში. სასამართლო პროცესები კი ხშირად ჭიანურდება. სამართლებრივად, ამ პროცესს არანაირი დაბრკოლება არ ექნება”.


Posted: December 30, 2006 Bob Unruh © 2006 WorldNetDaily.com
Simon Fraser University, Vancouver, B.C.
აშშ კიდევ ერთმა სასწავლებელმა უარი თქვა გერბზე გამოსახულ ჯვარზე. ოფიციოზის განცხადებით გერბზე გამოსახული “ჯვარი არასწორი მიმართვაა, რამაც გამოიწვია აღრევა და უწესრიგობა”.

მსგავსი მოვლენა მოხდა უილიამ და მერის კოლეჯში, სადაც ხელმძღვანელობამ რამოდენიმე საუკუნის წინ აგებული ქრისტიანული სამრეკლოდან (Wren Chapel) ჩამოხსნა ისტორიული ჯვარი. მათი აზრით გარკვეული ადამიანებისთვის ჯვარი შეურაცხმყოფელი და არასასიამოვნოა. მოსწავლეთა აბსოლუტური უმეტესობა კი ჯვრის აღდგენას ითხოვს. მოსწავლეეებმა და მასწავლებლებმა შექმნეს “ვრენის სამრეკლოს ჯვრის გადარჩენის” ორგანიზაცია და 7500 ხელმოწერაც შეაგროვეს, თუმც ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. “ეს ხომ ვრენის სამრეკლოა და არა ვრენის ცარიელი ოთახი” განაცხადა 1981 წლის კირსდამთავრებულმა კარლა ბრუნომ. კოლეჯის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა Kარენ ჰოლმა განაცხადა: “ხელმძღვანელობის აზრით ზოგიერთისთვის სამრეკლოში ჯვარი უსიამოვნოა. მე კი გავბედავ და ვიტყვი, რომ გაცილებით მეტი ადამიანისთვის ჯვრის ჩამოხსნა იყო ძლიერ არ ასასიამოვნო ფაქტი. საინტერესოა, რატომ ხდება ისე, რომ ერთი მცირე ჯგუფის დისკომფოეტი განაპირობებს ასეთ კარდინალურ ცვლილებას, ხოლო მეორე ჯგუფის დისკომფორტი კი აბსოლუტურად ანგარიშგაუწეველია?”. გაგზავლილ წერილებზე კი სასამართლოდან ჯერ-ჯერობით პასუხი არ მოსულა. ეს კი ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში სულ უფრო და უფრო იზრდება არატოლერანტულობა რელიგიური სიმბოლოების – განსაკუთრებით კი ქრისტიანული სიმბოლოების განთავსებაზე საზოგადობის თავშეყრის ადგილებში. მეთოდისტ დ. ჰინდმანმის აზრით “ვრენის სამრეკლო წმინდა ადგილია მთელი ოლქის საზოგადოებისთვის; ჯვარი კი ზოგიერთისთვის სასურველი, ხოლო ზოგირთისთვის არასასურველი სიმბოლოა. იმ ებრაელთათვის, რომლებიც ნაცისტურ გერმანიაში იტანჯებოდნენ ჯვარი, რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო სიმბოლო”. ჯვრის დამცველთა აზრით კი, ჯვარი დიდი ხანია, რაც დაიდგა სამრეკლოში. მისი ჩამოხსნა კი არა მარტო შეურაცხმყოფელი ფაქტია ქრისტიანებითვის, არამედ ისტორიის უპატივცემულობაც. სტუდენტური ასამბლეის თანათავჯდომარემ ჯო ლუპინო-ესპოზიტომ განაცხდა, “კოლეჯის პრეზიდენტმა თავის წერილში მამცნო, რომ ჩემი სიმბოლო, ანუ ჯვარი - არატოლერანტული სიმბოლოა. მან მოიწონა იდეა, რომ აუცილებელია ფართე დისკუსიის გამართვა საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ეს ძველი სამრეკლო გამოხატავდეს ჩვენს თანამადროვე ფასეულობებს. პრეზიდენტმა ეს განაცხადა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღო თავისი აბსურდული და ცალმხრივი გადაწყვეტილება ჯვრის ჩამოხსნის თაობაზე”. “ტოლერანტულობის სახელით ჩვენ მივიღეთ არატოლერანტობა; სტუმართმასპინძლობის სახელით მივიღეთ მტრული დახვედრა; ერთიანობის სახელით მივიღეთ დაყოფა” განაცხადა ჯო ლუპინო-ესპოზიტომ.

7 მარტი 2007.
ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ კოლეჯის ხელმძღვანელობა კომპრომისზე წავიდა და ჯვრის აღდგენაზე დათანხმდა. ჯვრის აღდგენაზე პეტიციას 14 000 ადამიანმა მოაწერა ხელი. წინააღმდეგ გამოვიდა 1 800. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია აგრეთვე კოლეჯის ერთ-ერთი დონორის განცხადებამ, რომელიც 12 მილიონის უკან დაბრუნებას მოითხოვდა იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობა არ აღადგენდა ჯვარს სამრეკლოში. კოლეჯის პრეზიდენტმა ნიკოლმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში თავი გაიმართლა: “თანხების დაკარგვა სერიოზული დარტყმა იქნებოდა ჩვენი კოლეჯისთვის და ზიანს მიაყენებდა სტუდენტებს”.



აშშ უზენასი სასამართლო ზღუდავს 10 მცნების ჩვენებას!
აშშ-ს მკვეთრად გაყოფილმა უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.სასამართლოს დადგენილებით (5 ხმა 4 წინააღმდეგ) 10 მცნების მონუმენტი ისევ რჩება ტეხასის კაპიტოლიუმზე, ხოლო ჩამოიხსნა 2 სასამართლო შენობიდან. მსგავსი პროცესი გაიმართა 25 წლის წინ, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეხსნათ 10 მცნების გამომსახველი მონუმენტები შეერთებული შტატების ყველა საზოგადოებრივ სკოლაში. მოსამართლეთა აზრით 10 მცნების მონუმენტი კაპიტოლიუმზე ისტორიის პატივისცემის ნიშანია; ხოლო სასამართლო შენობებზე მსგავსი მონუმენტი – რელიგიის წარმოჩენა. ამდენად, უნდა იყოს აღკვეთილი. ყოველივე ამის საწინდარი აშშ კონსტიტუციის პირველი დამატებაა, რომელიც აცხადებს სახელმწიფოს და ეკლესიის ნეიტრალურობას. მოსამართლეთა აზრით სადაოა შეხედულება, რომ 10 მცნებას მართებული ადგილი უკავია სამოქალაქო ისტორიაში. 10 მცნების მოწინააღმდეგეთა აზრით, მსგავსი მონუმენტი სახელმწიფოს/მთავრობის მიერ არაკანონიერად იწონებს და ამტკიცებს რელიგიას, თანაც დიდი ასოებით:”მე ვარ უფალი ღმერთი შენი”. “ეს მონუმენტი არ არის ხელოვნების ნიმუში, არც რაიმე მოვლენას ასახავს სახელმწიფოს ისტორიაში. მონუმენტი იუწყება მხოლოდ ერთ რამეს: ეს სახელმწიფო ამოწმებს იუდეო-ქრისტიანული ღმერთის კოდს”. სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 10 მცნების დამცველთა სრულიად ამერიკის მოძრაობის წევრებმა გაოცება და ღრმა უკმაყოფილობა გამოთქვეს. ადვოკატმა მ.დ. სთეივორმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და დიდ გავლენას იქონიებს მომავალ სასამართლო პროცესებზე სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთქმედებასთან მიმართებაში. “ეს ბრძოლა ჯერ დასაწყისია” “სასამართლომ აუცილებლად უნდა აღიაროს, რომ 10 მცნება უფრო მეტია, ვიდრე ისტორიული რელიკვია. შეერთებული შტატების დამფუძნებლები უთუოდ განრისხდებოდნენ, რომ ჩვენ დღეს განვიხილავთ 10 მცნების არაკონსტიციურობას”. ოჯახის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა ტონი პერკინსმა განაცხადა: “სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არა მარტო ჩირქს ცხებს ჩვენს კულტურას, არამედ ძირს უთხრის ჩვენს წესებსა და კანონებს”. “10 მცნების აკრძალვა გზას უხსნის მტრულ დამოკიდებულებას რელიგიისადმი და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პირველი დამატების მუხლს, რომელიც ეხება თავისუფალ აღმსარებლობას. სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ისტორიას”.




ნიუ ჯერსის საზოგადოებრივ პარკში აკრძალეს ქრისტიან ბავშვთა შოუ.
ქრისტიან ბავშვთა დასი გამოდიოდა ცოცხალი მუსიკის კონცერტებით, მართავდა სხვადასხვა ცეკვებს და თოჯინების წარმოდგენებს. ხელისუფალთა განცხადებით კი, საზოგადოებრივი პარკების და სკვერების გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ არა-რელიგიურ ჯგუფებს.

ქრისტიან ბავშვთა ჯგუფს გამოექომაგა ორგანიზაცია Alliance Defense Fund “მთავრობას არა აქვს უფლება საზოგადოებიდან გამოყოს ქრისტიანული ჯგუფები და მოახდინოს მათი დისკრიმინაცია”, განაცხადა ადვოკატმა დემეტრიოს სტრატისმა. მისსივე განცხადებით იმავე საზოგადოებრივ პარკში, ყოველგვარი აკრძალვის გარეშე იმართება ცოცხალი კონცერტები ელექტროაპარატურის გამოყენებით, სადაც იყენებენ უცენზური სიტყვებს, იდგმება ბიკინებში გამოწყობილ გოგონათა შოუ და მასიურად მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს”.

სამართლებრივი ჩარევის შედეგად ნიუ ჯერსის ხელისუფლებამ გააუქმა აკრძალვა და ნება დართო ქრისტიან ბავშვთა დასს შოუს დადგმაზე.



რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გამოდგა ერთი რიგითი ამერიკელის გორდონ ჯეიმს კლინგენშმიტის კარიერა… აშშ საზღვაო ჯარების კაპელანი (მღვდელი) ლეიტენანტი გორდონ ჯეიმს კლინგერნშმიტი სამსახურიდან დაითხოვეს… ლოცვის გამო! მას ხელმძღვანელობამ უნიფორმის ტარებისას ლოცვა და საეკლესიო სამსახურის ჩატარება აუკრძალა. კაპელანმა კლინგენშმიტმა თავის უფლებათა დასაცავად სასამართლოს მიმართა. სასამართლო პროცესებმა და 18 დღიანმა შიმშილობამ ფართე რეზონანსი გამოიწვია მთელს აშშ-ში. ვაშინგტონის საკასაციოს სასამართლოში პროცესის დაწყების წინ კლინგენშმიტმა ჟურნალისტებს განუცხადა: “პროცესი სულ რაღაც ერთ კვირას გასტანს; ჩვენ კი მხოლოდ ერთი შანსი გვექნება იმის დასამტკიცებლად, რომ საზღვაო ძალების მღვდელი არ უნდა დაითხოვონ სამსახურიდან იესო ქრისტესადმი ლოცვის გამო”. 75 კონგრესმენმა, 29 პრო-ოჯახურმა ორგანიზაციამ და ამერიკის მრავალმა მოქალაქემ კაპელანთა თავისუფალი ლოცვის ნებართვის მოთხოვნით პეტიცია გაუგზავნა აშშ პრეზიდენტს. ყოველივე ამაო გამოდგა. 2006 13 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ ცნო ლტ. კლინგერნშმიტი უნიფორმის ტარების წესების დარღვევის გამო და დააჯარიმა $3 000-ით. 2007 28 თებ. კაპელანი საზღვაო ჯარებიდან დაითხოვეს. გორდონ ჯეიმს კლინგერნშმიტი დანებებას არ აპირებს და არმიაში აღდგენის მოთხოვნით უახლოეს მომავალში სასამართლო პროცესის დაწყებას გეგმავს.


ქრისტიანობის კრიმინალიზაცია

ამერიკული ჟურნალის Whistleblower 2005 წ. დეკემბრის ნომერი გამოვიდა პარადოქსული სათაურით: “ქრისტიანობის კრიმინალიზაცია”. დამოუკიდებელმა ამერიკელმა ჟურნალისტებმა გაანალიზეს ქრისტიანობასთან მიმართებაში შექმნილი სიტუაცია და ყურადღება გაამახვილეს განსაკუთრებით შემაშფოთებელ მოვლენებზე.

თანამედროვე აშშ პრესაში დომინირებენ ანტიქრისტიანული სათაურები – მოსამართლეები კრძალავენ საშობაო სცენებს; გამყიდვლები თუ დისტრიბუტორები საშობაო ხეს არქმევენ “სადღესასწაულო ხეს”; სკოლებში კრძალავენ საშობაო სიმღერებს და წითელ-მწვანე ფერებსაც! დეკემბრის გამოშვებაში ჟურნალი Whistleblower წარმოგვიჩენს შემაძრწუნებელ ფაქტებს და გვაფრხილებს: ქრისტიანობას მავანნი ძირს უთხრიან! ქრისტიანობას უტევენ განსაკუთრებულად მძაფრად და გესლით! და ეს ყოველივე ხდება არა რომელიმე კომუნისტურ თუ ისლამურ ქვეყანაში, არამედ აქ, შეერთებულ შტატებში! უორლდნეტდეილი-ს დამარსებელმა ჯოსეფ ფარამ განაცხადა: ქრისტიანობაზე შეტევები შემაშფოდებელ ხასიათს იღებს ამერიკაში. რელიგიურ ფანატიზმზე გაცილებით უარესი მოვლენების მოწმეები ვართ ჩვენ დღეს! ნელ-ნელა ჩვენ ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც ეს შეტევები გადაიქცევა ღია დევნად და მოხდება ქრისტიანობის სრული კრიმინალიზაცია! საჭიროა დროზე ვამხილოთ მავანნი და დაუღალავად და მედგრად ვიბრძოლოთ ყველა თავისუფლებისმოყვარულმა ადამიანმა!

დეკემბრის ნომერში შესულია შემდეგი სტატიები:
• “ვინ მოიპარა შობა” – ავტორი ჯ. ფარა წარმოაჩენს იმ შეტევებს, რომლებიც მიმართულია შობის და ბავშვთა უმანკოების წინააღმდეგ.
• “ომი ქრისტიანობის წინააღმდეგ” – ავტორი ჯ. ლ. ფოლგერი საფუძვლიანად განიხილავს იმ პროცესებს, რომელთა საშუალებით მალე ქრისტიანობა კანონგარეშედ გამოცხადდება.
• “შვედი პასტორის არალეგალური ქადაგება” –70 წლის პასტორმა თავის ქადაგებაში ჰომოსექსუალობა გააკრიტიკა, რის გამოც მას ციხით დაემუქრნენ.
• “როგორ მიყიდეს აშშ-ს ჰომოსექსუალთა უფლებები” – სტატიაში ავტორი დევიდ კუპელიანი ამხელს ჰომოსექუალიზმის პროპაგანდის მძლავრ სამანიპულაციო ტექნიკას.
• “ეკლესია დახურეს ჰომოსექსუალურ საკითხზე უთანხმოების გამო” – სტატიაში განხილულია ის მოვლენა, თუ როგორ დახურეს ეპარქიის კუთვნილი ეკლესია მას შემდეგ, რაც სასულიერო პირები წინ აღუდგნენ ჰომოსექსუალი ეპისკოპოსის დანიშვნას.
• “ბრძოლა შობის წინააღმდეგ” – სტატიაში საფუძვლიანად განხილულია ის პროცესები, რომლებიც მიმართულია ქრისტიანული სიმბოლოების გამოხატვის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
• “ქრისტიანობა ყვავის მსოფლიოს ყველაზე მეტად ჩაგრულ ქვეყნებში” - ტ. ნეტტლეტონის სტატია მრავალ ადამიანს აუხელს თვალს და ნათლად წარმოუჩენს ქრისტიანობის მთელს მსოფლიოში დევნის მწარე სინამდვილეს.

ჟურნალში ყველაზე გამაოგნებელი და შოკისმომგვრელია ქრისტიანობის დევნის ამსახველი ფაქტები თავათ შეერთებულ შტატებში! “ჩვენი ერის საყრდენ რელიგიას უტევენ ისე, როგორც არასდროს! კონსტიტუციას ცვლიან და ამახინჯებენ, ისტორიას აყალბებენ და ხელახლა წერენ, ქრისტიანულს სწავლებებს ახშობენ! და მანამ ჩვენ ვზივართ და ყოველივე ამას უმწეოდ ვაკვირდებით, ჩვენს მომავალ თაობას სრულიად სხვა ამერიკას ვუტოვებთ! ამერიკელებო, დროა გამოვფხიზლდეთ!” განაცხადა უორლდნეტდეილი-ს მთავარმა რედაქტორმა დევიდ კუპელიანმა. ჟურნალის შეძენა შეიძლება ინტერნეტ-მისამართზე http://shop.wnd.com



30/01/2007 Jonathan Petre
საეკლესიო საგალობლებს ცვლის ბონოს მუსიკა
ჯონ ლენონმა ერხელ უკვე აღაშფოთა ქრიატიანები, როცა განაცხადა, რომ ბიტლზი უფრო დიადია ვიდრე ქრისტე. ინგლისის ეკლესია დღეს უკვე აღიარებს როკ ვარსკვლავთა მზარდ პოპულარობას და თავისი მრევლის შესავსებად U2 სოლისტს – ბონოს მიმართავს.

ინგლისის ეკლესიის ეპისკოპოსი წარუძღვება წირვას, სადაც საგალობლების ნაცვლად გამოყენებული იქნება სუპერჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერები! ეკლესიაში განათებაც დახვეწეს; ამიერიდან ნათურების ციმციმი მუსიკის რიტმს აყვება, ხოლო მონიტორზე გამოჩნდება სიღარიბის და შიმშილის ამსახველი კადრები. ბონოს, მიუხედავად მისი როკერული ჩვევებისა, (ტელევეზიის პირდაპირ ეთერში ის ხშირად იგინება) მრავალი ადამიანი ქრისტიანის სიმბოლოდ და ხატად აღიარებს. მის მიერ წამოწყებული სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო, ზოგიერთ წრეებში ბონოს ლამის წმინდანადაც კი თვლიან. ქალი მღვდელი პეიჯი ბლერი 2005 წ.-დან დღემდე 150 ეკლესის ეწვია და ყველას მოუწოდებს ბონოს მუსიკის გამოყენებას წირვისას თუ სხვა საეკლესიო რიტუალის დროს. “ყველას უნდა შეეძლოს თავის გამოხატვა თავისი სურვილისამებრ. ბონოს მუსიკა ტრადიციულ წირვას ვერ შეცვლის, მაგრამ გააუმჯობესებს ეკლესიის მსახურებას”. “ჩვენ გვჭირდება ახლებური ექსპრესიები, გამოხატულებები. თუ არ ვეცდებით განვაახლოთ ჩვენი აზრები – მაშინ დავიღუპებით”. ახლებურ წირვას ჩაიწერს BB© და შემდეგ ღია ეთერით მთელი ბრიტანეთის ტერიტორიაზე გაუშვებს.



Contact: Douglas R. Scott, Jr., President, Life Decisions International,
540-631-0380, ext. 22, media@fightpp.org

NBC და CBS ერთმანეთს უერთდებიან ქრისტიანობის გამასხარავებაში.
WASHINGTON, Jan. 11 /Christian Newswire/

” NBC და CBS შეიძლება კონკურენტი ტელევიზიები არიან, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო: ორივე კომპანიამ ნება დართო ქსელში გაეშვათ ქრისტანობის გამამასხარავებელი პროგრამები” – განაცხადა Life Decisions International-ის პრეზიდენტმა დუგლას რ. სკოტმა. გადაცემა “ნაშუაღამევს კონან ო’ბრაიენთან”, რომელიც 2007წ 10 იანვარს გავიდა ეთერში შეიცავდა ეპიზოდს, სახელწოდებით “ჰომოფობიური ქანთრის დასავლეთელი მომღერალი”. “და აი ჩვენი გადაცემის ბოლო გმირიც: მას კარგი გული აქვს, თუმც სრული იდიოტია”. ამ დროს სტუდიაში შემოდის ვესტერნულ სტილში გამოწყობილი შუა ხნის მამაკაცი და იწყებს გიტარაზე დაკვრას და სიმღერას:

“ოჰ, მე მიყვარხარ იესო,
მხოლოდ, როგორც მეგობარი.
შენ ჩემს გულს შეეხე, თუმც
ვიმედოვნებ, შეხება აქ უნდა დამთავრდეს.


შენ ყოველთვის მხედავ,
როცა ზეციური ძალა მჭირდება.
მაგრამ უმჯობეისა სხვა რამეს შეხედო,
როცა აბაზანაში შევდივარ”

“აზრი, რაც ამგვარი სიტყვების მოსმენის შემდეგ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს ღვთის ძეზე, უბრალოდ აღმაშფოდებელია. ამ სიმღერის მინიშნებები უკიდურესად გულისამრევია” – განაცხადა დუგლას რ. სკოტმა. “ახლა ისღა რჩება გასარკვევი, თუ რას ეფუძნება პერსონაჟის ო’ბრაიანისეულ აღწერა - “სრული იდიოტი”: იმ მომღერლის ჰომოფობიურ შეხედულებებს თუ იმ შესაძლებლობას, რომ შეიძლება უფალი დაინტერესებული იყოს შიშველი კაცის ხილვით”. გადაცემით აღშფოთებული დუგლას რ. სკოტი განაგრძობს: “არ ვიცი სრული იდიოტია თუ არა ის მომღერალი; მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ ეპიზოდის ავტორი – სრული ფანატიკოსია”. დუგლას რ. სკოტმა წერილი გაუგზავნა NBC Entertainment -ის პრეზიდენტს კევინ რეილის და პროტესტი გამოთქვა გადაცემის ეთერში გასვლის გამო. “ეს სიმღერა არ არის არც რაბინებზე, არც ბუდაზე, არც მუჰამედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეთერში არ გავიდოდა. მაგრამ, რადგან სიმღერა ქრისტეზეა, არავინ არ აღუდგა წინ!”. დუგლას რ. სკოტის წერილის კოპია გაეგზავნა ასევე NBC Universal -ის დირექტორს რობერტ რაიტს.

CBS -ზე, პროგრამა “ორნახევარ კაცში”, რომელიც მიყავდა ცნობილ მსახიობს ჩარლი შინს – გაჟღერდა ცნობილი საშობაო სიმღერის Joy to the World ახლებური და დამახინჯებული ვერსია:

“სიხარული ქვეყანას;
მე ამაღამ შენთან ვწვები.
ეს ჩვენი მეორე შეხვედრაა
განშორების შემდეგ.
ქრისტეშობის წინადღეა
და მე შენთან ვწვები” .

“ეს ფაქტობრივად იგივეა, რაც NBC -ზე გასული სიმღერა. არავის არა აქვს უფლება შეურაცხყოს ადამიანთა რწმენა. სამწუხაროდ ეს არ ეხება ქრისტიანთა რწმენას! დროა ყველა ქრისტიანმა ხმა ამოვიღოთ! ყველა კეთილი ნების ადამიანი უნდა გაერთიანდეს და გამოვიდეს მსგავს უხამსობათა შესაჩერებლად. არც ებრაელები, არც ბუდისტები და არც მაჰმადიანები მსგავს გამოხტომებს არავის არ პატიობენ! და არც ჩვენ ქრისტიანებმა არ უნდა წავუყრუოთ მსგავს ფაქტებზე”.

NBC -ს ხელმძღვანელობის საკონტაქტო ინფორმაცია:

Mr. Kevin Reilly, President, NBC Entertainment, 30 Rockefeller Plaza,
New York, NY 10112; phone: (212) 664-4444


Mr. Robert C. Wright, Chairman & CEO, NBC Universal Inc., 30 Rockefeller Plaza,
New York, NY 10112; phone: (212) 664-4444

Mr. Jeffrey R. Immelt, Chairman & CEO, General Electric Company, 3135 Easton Turnpike,
Fairfield, CT 06828; phone: (203) 373-2211


NEW YORK
ცნობილმა ამერიკულმა კომპანიებმა Zogby International და American Bible Society -მა გამოაქვეყნეს მორიგი გამოკითხვის შედეგები. კითხვაზე “რა უფრო არასასიამოვნოა ტელევიიაში: რელიგია თუ სექსი და ძალადობა?” ამერიკელთა 85% სურთ მეტი ყურადღება დაეთმოს რელიგიურ ფასეულობებს და შემცირდეს სექსის და ძალადობის ჩვენება ტელევიზიით. როგორც ცნობილია, ბოლო დროს აშშ-ში სულ უფრო გამკაცრდა შეზღუდვები რელიგიური, კერძოდ კი ქრისტიანული სიმბოლოების დემონსტრირების მიმართ. აშშ ხელისუფალთა მტკიცებით ქრისტიანული სიმბოლიკა არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელია ათეისტებისთვის და სხვა რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენელთათვის; ამდენად მრავალ ორგანიზაციაში, სკოლაში თუ სამრეკლოში აიკრძალა და ჩამოიხსნა 10 მცნების გამომსახველი მონუმენტები და თვით ჯვრებიც!

“ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ბიბლია თამაშობს მეტად კრიტიკულ როლს ჩვენი ქვეყნის კულტურული თუ სოციალური წინსვლის პროცესში” – განაცხადა ამერიკის ბიბლიის საზოგადოების პრეზიდენტმა დოქტორმა პოლ ირვინმა. “მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ნაცია მრავალეროვანი და მრავალსარწმუნოებიანია, ამერიკელებს სწამთ, რომ ბიბლიური სწავლებები და ფასეულობები ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში”.

ტელეკომპანია NBC პოპულარულ საბავშვო გადაცემიდან, რომელიც ზნეობრივ თემას ეხება ამოჭრა ადგილები, რომლებიც ეხება ღმერთს და ბიბლიას. ტელეკომპანიის ხელმძღვანელთა მტკიცებით მათ ეს შეგნებულად გააკეთეს, რადგან ფიქრობენ რომ ამით უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავენ და ამავდროულად ეცდებიან არ დაიცვან არც ერთი რელიგია. გამოკითხვაში “ეთანხმებით თუ არა NBC-ს გადაწყვეტილებას”, ამერიკელთა 60% არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას; 29% ემხრობა; ხოლო 11% თავს იკავებს. დოქტორ ირვინის აზრით დროა დავაყენოთ ტელევიზიის და მედიის პასუხისმგებლობის საკითხი სექსის და ძალადობის პროპაგანდის პროცესში. გამოკითხვებმა ნათლად გვაჩვენეს, რომ ისინი თავშეკავებულად უნდა მუშაობდნენ, რადგან თავიანთი მაყურებლების ესთეთიკურ შეხედულებათა არბიტრები ნამდვილად არ არიან.



სკოლამ 13 წლის გოგონას აუკრძალა ჯვრის ტარება!
სკოლის ხელმძღვანელთა მიერ 13 წლის გოგონასთვის ჯვრის ტარების აკრძალვას ხალხის აღელვება მოყვა. სამანტა დივაინს ჯვრის მოხსნა მასწავლებლებმა მისსივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მოთხოვეს, რაც თანხმობაშია სკოლის უნიფორმის ტარების წესებთან. სამანტა დივაინის და მისი ოჯახის წევრების აზრით კი ეს ქრისტიანთა დისკრიმინაციას ნიშნავს და ისინი ყველანაირად შეეცდებიან წინაღუდგნენ ამ მოვლენას. აცრემლებულმა სამანტამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სკოლის ხელმძღვანელობა არანაირ ყურადგებას არ აქცევს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არარელიგიური სმბოლიკის ლითონის სხვადასხვა ზომის სამკაული უკეთიათ. სამანტას მშობლები ფიქრობენ, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა, რადგან სკოლის ხელმძღვანელობას სურს ქრისტიანთა განცალკავება. სამანტა დანებებას არ აპირებს. გოგონამ ჟურნალისტებს განუცხადა: ” მე წინადღით დავიფიცე, რომ გავაგრძელებ სკოლაში ჯვრით სიარულს, თუნდაც რომ გამრიცხონ”. ჯურნალისტების აზრით მსგავსი მოვლენები შესაძლია სხვა სკოლებშიც განვითარდეს. სამანტას მამამ – ბრიტანეთის არმიის ჯარისკაცმა, რომელმაც 11 წელი გაატარა სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში კოსოვოსა და სიერა ლეონეში – ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ სკოლა კვლად მოსთხოვს მის ქალიშვილს ჯვრის ჩამოხსნას, ის უსათუოდ იჩივლებს სასამართლოში. “ამ ქვეყანაში, დისკრიმინაციის ბრალდების გამო, რიგით მოქალაქეებს ეშინიათ სხვა სარწმუნოების მიმდევართა წინააღმდეგ გამოსვლა. მაგრამ ქრისტიანთა დისკრიმინაცია ჩვეული ფაქტია. ჩვენ ბრიტანელები ვართ და ჩვენს ქვეყანაში უთუოდ უნდა გვქონდეს ჯვრის ტარების უფლება. მე პატივს ვცემ ყველა რელიგიას. ჩემი გოგონა ჯვარს თავის დასაცავად ატარებს. მანცვიფრებს, რატომ ვიცავდი მე ჩემს ქვეყანას, როცა ჩვენ ჩვენი რწმენის დაცვაც კი არ შეგვიძლია?” სამანტას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა ”ჩემი ქალიშვილი აცნობიერებს, რომ სკოლის წესებს არღვევს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეთანხმებით მის გადაწყვეტილებას და ვურჩიეთ გააგრძელოს ბრძოლა თავისი რწმენის დასაცავად”. მსგავსი მოვლენა მოხდა ბრიტიშ აირვეის-ში; ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ დისციპლინარული ბრალდებით დააჯარიმა ნადია ევეიდა, რომელმაც სამუშაო დროს ჯვრის ტარებით ე.წ. უნიფორმის ტარების წესები დაარღვია. სასულიერო პირების და სხვადასხვა პოლიტიკოსის ჩარევის შემდეგ ბრითიშ აირვეისმა შეცვალა უნიფორმის წესები და თავის მოსამსახურეებს რელიგიური სიმბოლოების თავისუფალი ტარების ნება დართო.


გერმანიაში 15 წლის მოზარდი გოგონა მშობლებს მისი ზნეობრივად აღზრდის სურვილის გამო ჩამოართვეს

მასმედიით გახმაურებულმა ამბავმა 15 წლის მოზარდის მშობლებისათვის უკანონოდ წართმევის შესახებ გერმანიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოება აღშფოთებულია ბუსეკროსების ოჯახში მომხდარი უკანონობით.

ბავარიის ქალაქ ერლიანგენში პოლიციამ მელისა ბუსერკოსი მშობლებს წაართვა იმ მოტივით, რომ მისი „ოჯახური გარემოცვა აზიანებდა ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებას“. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მშობლებმა გოგონას სკოლაში სიარული აუკრძალეს მას შემდეგ, რაც აღშფოთებით შეიტყვეს, რომ სექსუალური აღზრდის გაკვეთილებზე თვალსაჩინოებისთვის მოსწავლეებს უჩვენებდნენ ვიდეო ფილმს, რომელზეც ასახული იყო სექსუალური აქტი და აგრეთვე ურიგებდნენ იგივე შინაარსის ამსახველ ფოტოსურათებს. მშობლებმა გადაწყვიტეს, მოზარდს სახლის პირობებში მიეღო განათლება, რათა დაცული ყოფილიყო გარყვნილებისგან.

გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, მშობლებს უფლება არ აქვთ, არ ატარონ ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში, ასევე, აკრძალულია სწავლა სახლის პირობებში. სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით დააშორეს მელისა მშობლიურ ოჯახს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ ამ ოჯახში უკვე მეორედ მოხდა. პირველად მელისა რამდენიმე თვის წინ დააცილეს მშობლებს. მაშინ ფსიქიატრმა მას „სკოლის შიშის“ დიაგნოზი დაუსვა; თუმცა გამოკვლევის შემდეგ გოგონა შინ დააბრუნეს. მცირე ხნის შემდეგ მელისა კვლავ ჩამოართვეს „ურჩ“ მშობლებს და ამჯერად გოგონა სპეციალურ კლინიკაში ფსიქიურად დაავადებულ ბავშვებთან ერთად მოათავსეს. იქ მელისა დეპრესიაში ჩავარდა და თვითმკვლელობა სცადა.

ბოლოს მელისა ბუსეკროსმა დახმარებისთვის ბავშვთა უფლებების დაცვის ჯგუფს მიმართა თხოვნით, დააბრუნონ იგი მშობლიურ ოჯახში. დღემდე ხელისუფალნი უარს აცხადებს მელისას შინ დაბრუნებაზე და თავიანთ ქმედებას „გოგონაზე ზრუნვით“ განმარტავს.



2/ 7/2007
ჯენეტ ფოლგერი

როდესაც ბებიებს აპატიმრებენ ქრისტეს დამოწმებისთვის
დააპატიმრეს სახარების ქადაგებისთვის? მსგავსი რამ შესაძლოა მომხდარიყო ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში ან მუსლიმანურ სახელმწიფოში, მაგრამ შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში??? 75 წლის, 3 შვილიშვილის ბებია არლინ ილშინეივი და 70 წლის, 10 შვილიშვილის ბებია ლინდა ბეკმანი დააპატიმრეს საზოგადეობრივ ტროტუარზე სეირნობისას სახარების ქადაგებისთვის. მათ 47 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ პენსილვანიაში მიღებული “სიძულვილის დანაშაულთა” კანონის გამო. ეს კანონი H.R. 254-ის მსგავსი კანონია, რომელიც პირველად კონგრესში წარმოადგინეს და შემდგომ გავიდა წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც. იმ პერიოდში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო H.R. 254 წინ აღუდგენენ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები. ახლა კი სამწუხაროდ მმართველი პარტია სდუმს.

პენსილვანიის პასტორები ახლა თავიანთი საქმიანობის დაზღვევაზე ფიქრობენ ერთ მშვენიერ დღეს ბრალდებულთა სახით რომ არ აღმოჩნდნენ სასამართლოში. დიახ, მათ ვერც გაამტყუნებ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მხედველობაში მივიღებთ ახალ დანამატს სახელწოდებით “შეწუხება ურთიერთობით”, რის შედეგადაც ადამიანი შეიძლება გაასამართლონ უბრალოდ ლაპარაკისთვის! დიახ, ეს შიში რაციონალურია. “სიძულვილის დანაშაულთა” გამო ადამიანები დაჯარიმდებიან და გასამართლდებიან. ასე გაასამართლეს შვედი პასტორი აიკ გრინი, რადგან მან საეკლესიო მსახურებისას წაიკითხა პავლე მოციქულის “რომაელთა მიმართ”, რაც შვედეთში დღეს უკვე არაკანონიერია. “სიძულვილის დანაშაულთა”, ან უფრო სწორი მნიშვნელობით “ფიქრის დანაშაულთა” კანონი ყველაზე სახიფათო კანონია შეერთებულ შტატების ისტორიაში. ანალოგიურია “მოსამსახურეთა არადისკრიმინაციის აქტი” (ENDA), რომელიც მალე უნდა განიხილოს კონგრესზე. თავი დაუკარით ჰომოსექსუალთა გეგმებს – კარი გაუღეთ, შეეგებეთ, დააფინანსეთ, იზეიმეთ – წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესიდან გაგდება გემუქრებათ.ზუსტად ასე დაემართა ბოსტონის უმსხვილეს და ყველაზე სანდო გაშვილების სააგენტოს; მას შემდეგ რაც საგენტომ უარი განაცხადა ობოლ ბავშვთა ჰომოსექსუალთა ოჯახებში გაშვილების გეგმაზე – ორგანიზაცია აიძულეს დახურულიყო. მსგავსი რამ მალე მოსალოდნელია დიდ ბრიტანეთშიც.


კალიფორნიული “სიძულვილის დანაშაულთა” კანონი.

“სიძულვილის დანაშაულთა” კანონი SB 1234 ძალაში შევიდა გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერის ხელისმოწერის შემდეგ 2004, 22 სექტემბერს. მის საფუძველზე შეიქმნა სამართალდამცველთა ტრეინინგის ახალი სახეობა სახელწოდებით “მულტიმისსიური კრიმინალური ექსტრემიზმი”. დამატებულია ახალი სასჯელი “ანტი-რეპროდუქტიულ უფლებათა დანაშაულებზე”. ეს კი ნიშნავს შემდეგს: თუ თქვენ ხართ სიცოცხლის დამცველნი – ავტომატურად ხდებით ეჭვმიტანილნი! სამართალდამცველები კი სპეციალურად იქნებიან მომზადებული თქვენ დასაკავებლად! საინტერესოა, “მულტიმისსიური კრიმინალური ექსტრემიზმის” ტრეინინგ გავლილი პოლიციის ოფიცრები რა ნიშნებით გაარჩევენ სამიზნეებს: ანტი-რეპროდუქტიული უფლებების წარწერიანი მაისურებით? ვინც აკრიტიკებს ანტი-რეპროდუქტიულ უფლებებს და ემხრობა სიცოცხლის გადარჩენას? გამოდის, რომ თუ თქვენ ბავშვთა მასობრივი კვლის წინააღმდეგი ხართ, მაშინ ხელისუფლება სპეციალურად მომზადებულ ოფიცრებს დაგიპირისპირებთ. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე სიტყვიერ გამოთქმებზეც. თუ მომჩივანი განაცხადებს, რომ მან სიტყვიერი მიმართვისას განიცადა “მუქარა” ან “დაშინება”, მაშინ ბრალდებული დაჯარიმდება $10 000 დან $25 000-მდე ან შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა. “თუ ვინმე იტყვის, რომ ჰომოსექსუალიზმი არასწორი ქმედებაა, და ამ სიტყვებით “დააშინებს” რომელიმე პიროვნებას, მაშინ მას დააპატიმრებენ” – განაცხადა კალიფორნიის ოჯახის დამცველთა ორგანიზაციის აქტივისტმა ჯეიმს ჰარტლაინმა. ამ კანონს გამოიყენებენ ჰომოსექსუალიზმზე ბიბლიური ჭეშმარიტების კრიმინალიზაციისთვისაც. ამ კანონით მიზანში ამოიღებენ არა მარტო ჰომოსექსუალიზმის მოწინააღმდეგე ორგანიზაციებს, არამედ ქრისტიანულ წიგნის მაღაზიებსაც, სადაც გაყიდვაშია წიგნი, რომელიც შეიცავს “დამაშინებელ” შეხედულებებს – ბიბლიას! ეს კანონი უარესია კალიფორნიის კანონმდებლობაში. მალე მას ფედერალურ კანონად მიიღებენ და გავრცელდება მთელს აშშ-ში. ის ვინც ემხრობა “სიძულვილის დანაშაულთა” კანონს, ემხრობა აგრეთვე ქრისტიანთა დევნასაც. ორივე ერთ პაკეტში შედის. თუ ჩვენ გვსურს შევაჩეროთ ეს გაუგონარი ძალადობა ჩვენს თავისუფლებაზე, მაშინ უნდა გავერთიანდეთ! ორგანიზაციებმა Faith2Action და Christian Interactive Network შექმნეს ვებგვერდი www.StopHateCrimesNow.com (შევაჩეროთ სიძულვილის დანაშაულთა კანონები) რომელიც შეიცავს ამ კანონით უკვე გასამართლებულ ადამიანთა ჩვენებებს. თქვენი შემოწირულობების 100% მოხმარდება სატელევიზიო კამპანიას. სარეკლამო რგოლები კი გავა Fox, CNN და MSNBC -ზე. თუ გავერთიანდებით, მაშინ შანსი გვექნება შევაჩეროთ ეს ანტიდემოკრატიული პროცესი. თუ კი ეს კანონი გავა კონგრესზე, მაშინ ბრძოლის მეორე ფაზა უნდა დავიწყოთ: პეტიცია გავუგზავნოთ აშშ პრეზიდენტს და მოვთხოვოთ ვეტოს გამოყენება. ერთი რამ უდავოა: თუ თქვენ აფასებთ თავისუფლებას, მაშინ უნდა გამოიყენოთ ის ახლა! რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ დუმილის უფლებაც. ზუსტად ამ სიტყვებს გაიგონებთ, მაშინ, როცა თქვენ, თქვენი მოძღვარი, ბიზნეს პარტნიორები და ოჯახის წევრები სულ მალე ციხის მიღმა აღმოჩნდებით.

ახლახანს გამოიცა წიგნი იმ შემაშფოთებელ პროცესებზე, რომლებიც ვითარდება ამერიკაში.
ავტორი უილიამ ფედერერი.


რწმენა, რომელმაც სათავე დაუდო შემწყნარებლობას – აღარ არის შეწყნარებული!

რა გზა გაიარა ამერიკამ ქრისტიანული რწმენის თავისუფლად გამოხატვაზე მეოცნებე პილიგრიმებიდან დღევანდელ დღემდე, როდესაც შემწყნარებლობის სახელით ხორციელდება იგივე რწმენის დისკრიმინაცია.

წიგნში ქრონოლოგიურად არის განხილული აღნიშნული პროცესის განვითარება.
ნაცნობია ეს სათაურები?

• 10 მცნება ჩამოხსნილია
• “ღვთის ქვეშ” ამოღებულია ამერიკული საზეიმო ფიციდან
• ლოცვა კანონგარეშედ გამოცხადდა
• საშობაო სცენები აიკრძალა
• ხსნის არმია აღარ ფინანსდება
• ბოისკაუტებზე აღძრულია საქმე
• საშობაო სიმღერები აიკრძალა
• ბიბლიას ეწოდა “სიძულვილის გამოხატულება”


გამოვიკვლიოთ, თუ როგორ განვითარდა შემწყნარებლობა:

• პილიგრიმებიდან პურიტანებამდე
• პროტესტანტებიდან კათოლიკებამდე
• ლიბერალ ქრისტიანებიდან ებრაელებამდე
• მონოთეისტებიდან პოლითეისტებამდე
• ყველა რელიგიიდან ათეისტებამდე
• მხოლოდ “პოლიტიკურად კორექტულამდე”


“ახალი კონტინენტი პირველივე დღეებიდან იქცა რელიგიური შემწყნარებლობის თავშესაფრად. ადამიანები, რომლებიც მოითხოვდნენ პირადი არჩევნის უფლებას, ბოლოს თვითონ აძლევდნენ ამ უფლებას სხვა ადამიანებს” – კალვინ კულიჯი, 1925წ.

“გამაოგნებელია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც რელიგიას უტევენ – შემწყნარებლობის სახელით იმართლებენ თავს. ჩნდება კითხვა: ჭეშმარიტება არ არის განა მათი რელიგიური შეუწყნარებლობა? – რონალდ რეიგანი, 1984 წ.



WorldNetDaily.com
Joann Kohlbrand and Julie Foster,
ბიო-ჩიპი Digital Angel® - ციფრული ანგელოზი - 19 აგვისტო, 2000 წ.

ადამიანის იმპლანტანტი Digital Angel® მალე შევა ხმარებაში. ბიო-ჩიპი ნიუ იორკ სიტიში გამართულ პრეზენტაციაზე წარსდგა მსოფლიოს წინაშე. კომპანიამ Applied Digital Solutions ბოლოს და ბოლოს დაამუშავა პირველი ბიო-სენსორული ჩიპი, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან და გლობალური პოზიცირების სატელიტთან (GPS). კომპანიის პრეზიდენტი რიჩარდ სულივანი კმაყოფილია კვლევითი ჯგუფის მიღწევით, რომელსაც სათავეში ედგნენ პროფ. პიტერ ზუ და პრინსტონისა და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტების პროფესორები. ბრინჯის მარცვლისოდენა ბიო-ჩიპი ადამიანის კანქვეშ იქნება განთავსებული და ექნება მინიატურული ანტენა. მის კვებას კი უზრუნველყოფს მუსკულების მოძრაობისას წარმოქმნილი

ელექტრომექანიკური ენერგია. ბიო-ჩიპი Digital Angel® მრავალ ფუნქციას შეუთავსებს ერთმანეთს. ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაცია ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, მის ადგილმდებარეობზე და ელექტრონული კომერციისთვის საჭირო პიროვნების იდენტიფიკაციაზე. კომპანიის ხელმძვანელთა განცხადებით ბიო-ჩიპის უნიკალურობა მდგომარეობს სწორედ ამ ფუნქციათა ერთ სისტემაში შეერთებით. პროფ. პიტერ ზუმ განაცხადა, რომ ”ციფრული ანგელოზი იქნება ადამიანის დამაკავშირებელი ელექტრონულ საყაროსთან. ამ ბიო-ჩიპის საშუალებით ადამიანი გახდება საკუთარი სულის და ელექტრონული ინტელექტის ჰიბრიდი”. ამერიკის ქრისტიანები ამ ჩიპის შექმნამ ძლიერ შეაშფოთა. მათი აზრით ეს "ჩიპი წარმოადგენს ადამიანთა კონტროლის უნივერსალურ საშუალებას, რომელიც ნაწინასწარმეტყველებია ბიბლიაში".

კომპანიის პრეზიდენტის განცხადებით ციფრული ანგელოზი უფრო მეტად დაიხვეწება, როდესაც დაიწყება პროექტის საბოლოო ფაზა - მასიური წარმოება, თანამედროვე ბაზრის ინტერესების გათვალისწინებით. სულივანის აზრით უმთავრესი გზავნილი არის ის, რომ ბიო-ჩიპი უკვე არსებობს. ”ციფრული ანგელოზი სულაც არ არის ფანტასტიკური პროექტი, არამედ უკვე რეალობაა. ის ცოცხალია!”