დნმ - სიცოცხლის ენა



დნმ - სიცოცხლის ენა



როდესაც გვესმის რაიმე უცხო ენა, შეიძლება არ გვესმოდეს სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ ვიცით, რომ ეს რაღაცას ნიშნავს. ეს არ არის აბრაკადაბრა. სიტყვები ინტელექტუალური წყაროს საშუალებით გადმოსცემრნ აზრებს და მნიშვნელობებს.

დიდი ხანი არ არის, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს უტყუარი ენა, რომელიც ყველა ცოცხალ ორგანიზმშია. დნმ არის სუპერორგანიზებული 4-მაგი კოდის ენა და შეიცავს 5 დონის ინფორმაციას. დნმ მინიატურული ბიბლიოთეკის მსგავსად ინახავს ინფორმაციის გროვას განსაკუთრებულ მოლეკულებში, რომლებიც აკონკრეტებენ ყველაფერს დეტალებში, ყვავილების ფურცლების ფორმიდან დაწყებული თვალების ფერამდე.

დნმ წააგავს ენას მრავალი განსაცვიფრებელი თვისებით, თითქოს უაღრესად გონიერმა ავტორმა და სიცოცხლის მომნიჭებელმა დატოვა თავისი წარუშლელი გზავნილი და კვალი ყველა ცოცხალ არსებაში.

ენის ასოები

ოთხი ძირითადი ერთეულის სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება ნუკლეოტიდები (ACGT), დნმ-ის მოლეკულებს შეუძლიათ შეინახონ ყველა სახის ინფორმაცია, ისევე როგორც მორზეს კოდის წერტილებმა და ტირეებმა, ან ორობითი კოდის რიცხვებმა კომპიუტერებში.

ოთხი ნუკლეოტიდი გაერთიანებულია ოცი ქიმიური ნივთიერების კოდში, რომლებიც ცნობილია როგორც ამინომჟავები. ამ ოცი „გენეტიკური ანბანის ასოების“ რეარანჟირებით შემოქმედმა ღმერთმა შექმნა ენა ისე, რომ შესაძლებელია წარმოიქმნას ყველა ცილა, რომელიც ცოცხალ არსებებს სჭირდებათ - მხოლოდ ადამიანს აქვს 100 000-ზე მეტი ცილა (პროტეინი).

ანალოგიურად, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეებს შეუძლიათ ანბანის ასოების გაერთიანება ნებისმიერ სიტყვაში, რომელიც მათ სჭირდებათ. ინგლისური ენაში დაახლოებით 170 000 სიტყვაა.

როდესაც საქმე ეხება ინფორმაციის განსაკუთრებულად დიდი მოცულობის შენახვას, დნმ-ის ეფექტურობას არაფერი უახლოვდება. დნმ-ის ერთი ძაფი მრავალ ათასჯერ უფრო თხელია, ვიდრე ადამიანის თმა. ნემსის წვერის ზომის დნმ-ს შეუძლია შეიცავდეს 500-ჯერ უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე დედამიწიდან მთვარემდე გადაჭიმული წიგნების დასტას. მიუხედავად იმისა, რომ დნმ დახვეულია მჭიდრო ორმაგ ხვეულებში, თქვენს უჯრედებს შეუძლიათ სწრაფად მიიღონ დნმ-ში შენახული ინფორმაცია, დააკოპირონ და თარგმნონ. დნმ-ს აქვს ჩაშენებული კორექტორი და მართლწერის შემმოწმებელი, რომელიც უზრუნველყოფს არაჩვეულებრივად ზუსტ კოპირებას. ყოველ კოპირებულ 10 მილიარდ ნუკლეოტიდზე მხოლოდ ერთი შეცდომა მოდის (ნეტა ჩვენი კომპიუტერული ტექსტური პროცესორები რომ იყვნენ ასეთი კარგი!)

იგივე, მაგრამ განსხვავებული

საინტერესოა, რომ ნებისმიერი ორი ადამიანი გენეტიკურ დონეზე 99%-ით იდენტურია. მხოლოდ 1% შეადგენს იმ მრავალფეროვან განსხვავებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ადამიანებს შორის მთელ პლანეტაზე.

მაშინაც კი, თუ ორ არსებას აქვს იდენტური დნმ, ისინი მაინც უნიკალური ინდივიდები არიან. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ განვითარდნენ ერთი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ბლასტომერების პირველადი გაყოფის შედეგად, ტყუპ ბავშვებს აქვთ 100% იდენტური დნმ, თუმც მათ აქვთ განსხვავებული თითის ანაბეჭდები. ასე რომ, უხილავი შემოქმედი ცხადყოფს, რომ ჩვენი ინდივიდუალობის წყარო მხოლოდ დნმ-ში არ არის კოდირებული. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მოლეკულების ბუკეტი, არამედ ჩვენ ვართ უნიკალური პიროვნებები სულით, რომელიც მოგვეცა სიცოცხლის შემოქმედის მიერ.



DNA — The Language of Life, 2008
Featured in Answers Magazine