სიცოცხლე მოითხოვს ინფორმაციის წყაროს



- დასაბამიდან იყო ინფორმაცია -

სიცოცხლე მოითხოვს ინფორმაციის წყაროს



ყველა ცოცხალ ორგანიზმში არსებულ საერთო ფაქტორს - ბაქტერიებიდან ადამიანამდე - წარმოადგენს ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ყველა უჯრედი. აღმოჩნდა, რომ სხვაგან ვერსად მოიძებნება ინფორმაციის უფრო მაღალი სტატისტიკური სიმჭიდროვე. ცოცხალ სისტემებში არსებული ინფორმაცია მიეკუთვნება „ოპერაციული ინფორმაციის“ კატეგორიას. ეს ინფორმაცია ზუსტად არის მორგებული ცხოვრებისეული პროცესებისა და სიტუაციების უსასრულო მრავალფეროვნებას და მისი წარმოშობა შეიძლება მივაწეროთ შემოქმედებით კონსტრუქციულ ინფორმაციას.

ინფორმაციის ბუნების საბაზო პრინციპების თანახმად არსებობს ინფორმაციის 5 დონე: სტატისტიკა, სინტაქსი, სემანტიკა, პრაგმატიკა, აპობეტიკა. დიაგრამაზე გამოსახულია სხვადასხვა საინფორმაციო ასპექტები (სიმარტივისთვის გამოტოვებულია სტატისტიკური დონე). ეს დიაგრამა ზოგადი ხასიათისაა და, შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ინფორმაციაზე. ყველა განხილულ შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ გამომგზავნის, მიმღების და ინფორმაციის სხვადასხვა დონის - სინტაქსის, სემანტიკის, პრაგმატიზმისა და აპობეტიკის სპეციფიკის იდენტიფიცირება. სიცოცხლისთვის დამახასიათებელი თვისებები მითითებულია თითოეული დონის გვერდით. მიმღების შემთხვევაში, ეს დონეები პრინციპში შეიძლება მეცნიერულად იქნას გამოკვლეული, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი დღევანდელი ცოდნა ჯერ კიდევ მხოლოდ ზედაპირულია.

საინფორმაციო კანონების მიხედვით, ყოველი ინფორმაცია მოითხოვს გამომგზავნს. დიაგრამაზე გამოკვეთილი რეგიონი პრინციპში მიუწვდომელია სამეცნიერო კვლევისთვის, კერძოდ, ინფორმაციის გამოგზავნის პიროვნება/იდენტიფიკაცია. იმის გამო, რომ გამომგზავნის დადგენა შეუძლებელია ადამიანური ძალისხმევით, ბევრი ადამიანი შეცდომით ასკვნის, რომ ის არ არსებობს და, ამრიგად, ეწინააღმდეგებიან ინფორმაციის თეორემებს.

აუცილებელი მოთხოვნა და წინაპირობაა, რომ უნდა არსებობდეს პიროვნება, რომელიც ინფორმაციას პერსონალურად აგზავნის თავისუფალი ნებით. შესაბამისად, ეს აუცილებელი მოთხოვნა და წინაპირობა შეუძლებელია გამოირიცხოს.

ამ გამომგზავნმა, ანუ შემოქმედმა, საკუთარი თავი გამოავლინა, რადგან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მის შესახებ. მთელ სამყაროში ყველაფერი, გამონაკლისის გარეშე, მის მიერ შეიქმნა, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში. იესო ქრისტე „ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა“ (იოანე 1:10). „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“(კოლ. 1:16).

ინფორმაციასა და ნებას შორის არსებობს მჭიდრო კავშირი და ეს იდეა არაერთხელ არის ნათლად ხაზგასმული ბიბლიაში. გამოცხადების 4:11-ში ვკითხულობთ: „ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ“. ინფორმაციის მიზანმიმართული წინაპირობა გამოხატულია დაბადების 1:26-ში: „შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ“.

ინფორმაციის თეორემების ფონზე, ევოლუციის მატერიალისტური მოდელი უსარგებლოა და, შესაბამისად, უარყოფილია 1.

Dr. Werner Gitt, 2009
Featured in "In the Beginning Was Information"


1 ევოლუციის მოდელები: ეს ფრაზა ეხება ყველა იმ ევოლუციურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მატერია შეიძლება იყოს თვითორგანიზებადი. გარდა ამისა, არსებობს თეისტური ევოლუციის იდეა, სადაც ღმერთმა დაიწყო ევოლუციის პროცესი და, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობდა მას მილიონობით წლის განმავლობაში. ამ შეხედულების უარყოფა არ შეიძლება ინფორმაციული თეორემების საშუალებით, მაგრამ ის ეწინააღმდეგება ბიბლიურ ჭეშმარიტებას.








სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. ცოცხალ არსებებში არსებული ბიოლოგიური ინფორმაცია აშკარად არის „ოპერაციული ინფორმაცია“, რომელიც შეიძლება დაზუსტდეს და გამოიკვლიოს მეცნიერულად მხოლოდ მიმღებისთვის (ადამიანისთვის) ცნობილ დონეებზე - სტატისტიკა, სინტაქსი, სემანტიკა, პრაგმატიკა და აპობეტიკა. მისი საწყისი არის "შემოქმედებითი ინფორმაცია". მეცნიერული ანალიზი აუცილებლად მოითხოვს გამოგზავნის (შემოქმედი ღმერთი) არსებობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ იგი მხოლოდ ბიბლიის გამოცხადებაში.