ქრისტეს ე.წ. ”ტურინის” სუდარა

ჯოჯოხეთში შთასულმა დაამარცხა ჯოჯოხეთი
- ტურინის სუდარის მეცნიერული გამოკვლევა -


Christ          Christ

მაცხოვრის გამოსახულება სუდარაზე
(მარჯვნივ: NASA-ს რეკონსტრუქცია)



წმ. მოციქულები გვიმოწმებენ, რომ იოსებ არიმათიელმა, ქრისტეს საიდუმლო მოწაფემ და ნიკოდემოსმა ჩამოხსნეს ქრისტეს სხეული ჯვრიდან, განბანეს ნელსაცხებლებით, გაახვიეს სუდარაში და დამარხეს კლდეში ახლადგამოკვეთილ სამარხში, ისე, როგორ ებრაელები ჩვეულებისამებრ მარხავდნენ გარდაცვლილებს. იოანე ღვთისმეტყველი მოგვითხრობს, რომ იგი პეტრესთან ერთად შევიდა სამარხში, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს სხეული ვერ იპოვნა. ვნებათა კვირის უძველეს საეკლესიო სამსახურში პირდაპირ ნათქვამია "მიცვალებულის და აღმდგარის ანაბეჭდებზე" სუდარაზე. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი (4.36X1,1) ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის გამოსახულება უაღრესად ნაწამები ადამიანისა. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ უზუსტესი ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. ყოველი ანატომიური და ფიზიოლოგიური მონახაზი იმდენად ზუსტი და დეტალურია, რომ მათი აღბეჭვდა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფოტოგრაფიის გამოყენებით. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია! (გამოსახულება იმდენად ზუსტია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებითაც კი შეუძლებელი და წარმოუდგენელია მსგავსი გამოსახულების მიღება!). ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს. სუდარაზე აღიბეჭდა აბსოლუტურად ყოველივე... Christ გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად სუდარა ინახებოდა წმ. პეტრე მოციქულთან, შემდგომში კი გადაეცემოდა მოციქულიდან მოციქულს. ქრისტიანების დევნისას სუდარას მალავდნენ, რადგან ებრაელები და რომაელები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანული რელიკვიები. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. V ს. სუდარა გადაიტანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში ქ. ვლახერნში. ხატთმებრძოლთა რეაქციის პერიოდში სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს. შემდგომში კი კვლავ კონსტანტინოპოლში, სადაც სპეციალურად განკუთვნილ დღეებში გამოჰქონდათ ხალხის წინაშე. სუდარა სურნელოვან არომატს გამოსცემდა. მოშორებიდან სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება მამაკაცის სხეულს ჩამოჰგავდა, ახლოდან კი ეს ეფექტი იკარგებოდა. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღების და გაძარცვის შემდეგ, სუდარა ევროპაში აღმოჩნდა (1353 წ.). სუდარა ჯერ ინახებოდა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, შემდგომში კი გადაიტანეს იტალიაში, ქ. ტურინის საკათედრო ტაძარში, სადაც ის დღემდე ინახება. სუდარის სინამდვილეში, რა თქმა უნდა ბევრს შეჰქონდა ეჭვი. იმის დასამტკიცებლად, რომ გამოსახულებანი სუდარაზე არ იყო დახატული, 1508 წ. ის დიდხანს ადუღეს ზეთში, შემდეგ გაიტანეს მოედანზე და ხალხის თანდასწრებით გარეცხეს და გახეხეს. მიუხედავად ამისა, ადამიანის სხეულის ანაბეჭდები სუდარაზე არ გამქრალა. სუდარა 3-ჯერ მოჰყვა ხანძარში - ერთხელ კონსტანტინოპოლში და ორჯერ ევროპაში, მაგრამ მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. მე-19-ე ს.-ში, როდესაც მეცნიერებამ თითქოს განდევნა რწმენა ბევრთა გონებიდან თუ გულიდან, სუდარა გამოიტანეს რელიგიური ხელოვნების გამოფენაზე ქ. ტურინში, სადაც ის გადაიღო იტალიელმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ. მან გააკეთა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას, როგორც სეკონდო პია იხსენებს იგი გააოცა ნანახმა... ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება! სეკონდო პიამ მთელი ღამე გაატარა საოცარი სურათის წინაშე, მიხვდა რა ბოლოს, რომ სუდარა წარმოადგენს თვით მაცხოვრის აღუწერელი სულიერი შემცველობის ფოტოგრაფიულ ნეგატივს. ჯვრიდან ახლადჩამოხსნილი ქრისტე წარსდგა ადამიანთა წინაშე. მაცხოვარი წარმოგვიდგა არა მარტო თავისი მკაფიოდ გამოხატული სახის ნაკვთებით, არამედ მთელი თავისი სხეულით, რომელზედაც სჩანს მრავალი ჭრილობის, ეკლის გვირგვინის და ჯვარცმის კვალი...

თანამედროვე ფოტოგრაფიებზე ნათლად და მკაფიოდ ჩანს სისხლჩაქცევები, ამოგლეჯილი წვერი თუ სხვა დანარჩენი ჭრილობები. უფალმა თითქოს შეახსენა თავი მის დამვიწყებელ კაცობრიობას. სუდარის მიმართ მომენტალურად უდიდესი ინტერესი გაჩნდა მთელ მსოფლიოში. მრავალ ქვეყანაში დაიწყო მეცნიერული კვლევები; როგორ შეიძლებოდა ყოველივე ეს მომხდარიყო ფიზიკურად? მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ სმირნისა და ალოესაგან დამზადებულ ნელსაცხებელს თუ წავუსვამთ მიცვალებულს, ანაბეჭდები მართლაც გადავა სუდარაზე, მაგრამ ასეთ ანაბეჭდებს არ ექნებათ სხეულის კონტურის სწორი მოხაზულობა. ასეთი ანაბეჭდები დაემსგავსებიან ლაქებს და კარიკატურულ სილუეტებს, რაც დამოკიდაბული იქნება იმაზე, თუ სად შეეხება ტილო სხეულს. თანამედროვე ეპოქაში დაიწყო სუდარის აუტენტიფიკაცია, მისი შესწავლა-გამოკვლევა ყველაზე დახვეწილი მეთოდებით. აი რა დაადგინეს ამ გამოკვლევებმა: ექსპერტებმა პირველ რიგში დაადგინეს დამზადების დრო. პირველი დამადასტურებელი ეს არის თავათ სუდარა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო ე.წ. "დამასკო", რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე; შემდგომში მისი დამზადების საიდუმლო დაიკარგა. მეორე დამადასტურებელია პილატეს მონეტა, რომელიც თვალებზე ჰქონდა დადებული სხეულს. მონეტა ძალზედ მკაფიოდ არის აღბეჭდილი სუდარაზე, იმდენად მკაფიოდ, რომ მეცნიერებმა შესძლეს გრავიურაზე ორთოგრაფიული შეცდომის აღმოჩენა. ნუმიზმატებმა რამოდენიმე ასეთი მონეტა მოიძიეს, რომლებიც ზუსტად ადასტურებენ დამზადების დროს - I ს. ქრისტეშობიდან. დადგინდა ასევე გეოგრაფიული მდებარეობა. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ქსოვილზე არსებული ნივთიერებები. დადგინდა, რომ სულ 49 მცენარის ნაშთია შემორჩენილი; მათში 12 ენდემური მცენარის, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს ბასეინში. სუდარა უტყუარი დამადასტურებელია თვით სახარებისა. სუდარა დოკუმენტალურად ადასტურებს ქრისტეს ვნებათა ყოველ მოწმობას, მათ სიზუსტეს და საშინელ კონკრეტულობას... კრიმინალისტები ამტკიცებენ, დღეს რომ ეპოვნათ ასეთი სუდარა, მას აუცილებლად გააგზავნიდნენ სასამართლო ექსპერტიზაში, რათა დაედგინათ ასეთი საშინელი და შემაძრწუნებელი მკვლელობის მიზეზები. სუდარა, როგორც ნამოქმედარის დამამტკიცებელი, ექსპერტებში არავითარ ეჭვს არ იწვევს. ჩვენთვის კი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ სუდარა წარმოადგენს არა უბრალო ანაბეჭდებს, არამედ თავათ ქრისტეს პირად მოწმობს. სუდარამ ასახა ის, რაც თავათ ქრისტემ აღბეჭდა ჩვენთვის. ეს არის ჭეშმარიტი დამამტკიცებელი მისი განცდებისა და სიკვდილისა, რომელიც ამასთან ერთად წარმოადგენს სახარების ლაკონურ კომენტარებს. სახარებისეულ სიტყვათა ყოველი მნიშვნელობა გახსნილია. სუდარას უწოდეს “მეხუთე სახარება”, რადგანაც იგი გვიდასტურებს არა მარტო სიკვდილს, არამედ მასზე გამარჯვებას! ეს მოვლენა პირველად გაახმოვანა წმ. ანგელოზმა, რომელმაც საფლავზე მისულ დედებს ახარა უფლის აღდგომა:

“ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ,
და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული,
და ანგელოსისაგან ესმა ხმაი საწადელი,
ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას
მკუდართა თანა რად ეძიებთ ვითარცა კაცსა,
იხილენით დაფლვისა მისისა სახუეველნი
და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ
სიკვდილი მოკლა მხსნელმან ჩუენმან,
და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს ძე ღმრთისა
და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა”.


მეცნიერებას 2000 წელი დასჭირდა წმ. ანგელოზის მიერ მინიშნებული სუდარის “ნამდვილი ხილვისთვის”! სუდარა ამტკიცებს, თუ როგორ ატარა ქრისტემ ჯვარი გოლგოთამდე, როგორ ეცემოდა იგი ამ საშინელ და უკანასკნელ გზაზე; ეს არის დამამტკიცებელი მისი ეკლიანი გვირგვინისა, თუ როგორ და რითი სცემდნენ მას სიკვდილის წინ; ჯვარცმისა; შუბით მიყენებული ფერდის ჭრილობისა; დამამტკიცებელი მისი სიკვდილისა და აღდგომისა... (მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სისხლი: IV ჯგუფი, რეზუს-უარყოფითი. აღსანიშნავია, რომ გამათრახების შემდეგ რომაელები ჯვარს აღარ აცვამდნენ. ქრისტე, კი მიუხედავად იმპერიის კანონებისა ორჯერ დასაჯეს!).

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ამერიკელი მეცნიერის რონ ვაითის (1933 – 1999) გამოკვლევების შედეგები. დადგინდა, რომ ქრისტეს სისხლი შეიცავს მხოლოდ 24 ქრომოსომას. ადამიანის სისხლი როგორც ცნობილია შეიცავს 46 ქრომოსომას: 23 დედის და 23 მამის მხრიდან. ქრისტეს სისხლში კი 23 "X" ქრომოსომაა დედის მხრიდან, ხოლო 1 "Y" ქრომოსომა ზეციური მამისგან!

სუდარის სამედიცინო გამოკვლევანი განსაცვიფრებელი და გამაოგნებელია. ჩვენთვის, რასაკვირველია, ძნელად წარმოსადგენია ის ზომა უსაშინელესი წამებისა, რაც ქრისტემ აიღო თავის თავზე; მაცხოვარი ხომ აბსოლუტურად უცოდველი იყო. მისი ტანჯვანი ნებაყოფლობითია; და როდესაც ჩვენ ვუყურებთ სუდარს, ვგრძნობთ შემოქმედის წმინდა სიყვარულს ადამიანთადმი. რა უზარმაზარი ტანჯვა-წამებისას იყო წარმოთქმული ეს სიტყვები: "მამაო, შეუნდე მათ"! ისტორიული და მეცნიერული მტკიცებულებანი სუდარის სინამდვილისა მტკიცდება ასევე ჩვენი განცდებით. სახარებისეული ქრისტე და სუდარისეული ქრისტე ერთი და იგივეა. მეცნიერები, ამდენ გამოკვლევათა შედეგად მივიდნენ უმთავრეს დასკვნამდე - მტკიცებულებანი ქრისტეს ცხოვრებისა, სიკვდილისა და აღდგომისა უდავო და ეჭვგარეშეა. მეცნიერთა უმრავლესობა, ჯერ კიდევ გამოკვლევათა პროცესში გახდა მორწმუნე. განა მათზე არ ამბობს მაცხოვარი: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ" (იოან. 20:29)? მართალია მეცნიერებს არ უნახავთ ქრისტე, მაგრამ მათ ნახეს მისი ხელთუქმნელი ხატი სუდარაზე...

XX ს.-ში სუდარის გამოკვლევებში თითქმის ყველა მოწინავე ქვეყნის მეცნიერული საზოგადოებები ჩაებნენ. 1988 წელს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და შვეიცარიის ლაბორატორიებში ჩატარდა რადიო-იზოტოპური ანალიზი ნახშირბადის იზოტოპის C14-ის გამოყენებით. გამოკველვამ დაადგინა სუდარის ასაკი - დაახ. XIII-XIV სს. გამოკვლევის შედეგებმა აალაპარაკა ურწმუნოები, მაგრამ, მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფმა გამოთქა მოსაზრება, რომელიც შემდგომში მართლაც დადასტურდა: სუდარიდან ნიმუშები აღებული იყო შუა საუკუნეებში დაზიანებული ფრაგმენტდან. იგივე დაადასტურა წამყვანმა ამერიკელმა მეცნიერმა რ. როჯერსმა თავის ცნობილ გამოკვლევებში (შუა საუკუნეებში სუდარა რამოდენიმეჯერ არის აღდგენილი, რაც კარგად სჩანს ფოტოებზე; სუდარა რამოდენიმეჯერ მოხვდა ხანძარში. და დამუშავდა მცენარეული ზეთით). სწორედ ამ ნივთიერებათა კვალმა გამოიწვია ქსოვილის ”გაახალგაზრდავება”. ამ შეცდომის გამოსწორებისთვის მეცნიერებს რამოდენიმე წელი დასჭირდათ. თანამედროვე მონაცამებით სუდარის ასაკი ყველა მაჩვენებლების მიხედვით ~2000 წ. განისაზღვრება.

მეცნიერებისთვის უმთავრესი გამოცანად რჩება სუდარაზე ქრისტეს 3 განზომილებიანი გამოსახულება, რომლის მსგავსის შექმნა ტექნიკურად დღესაც კი შეუძლებელად ითვლება. თანამედროვე ფიზიკისთვის უცნობმა გამოსხივებამ, რომელიც წამის მემილიონედების განმავლობაში გრძელდებოდა სუდარაზე დატოვა უზუსტესი ფოტოგრაფიული გამოსახულება, რომლის სისქე სულ რამოდენიმე მიკრონია. ჯერ კიდევ 1978 წ. ცნობილ გამოკვლევებისას (სუდარის აუტენტიფიკაციაში საბჭოთა მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, თეოლოგიური დასკვნები არ გაუკეთებიათ სუდარაზე გამოსახული ადამიანის შესახებ). მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ანაბეჭდები სუდარაზე გადავიდა თერმობირთვული აფეთქების მსგავსად მომხდარი ზემძლავრი განათების შედეგად ქრისტეს აღდგომის მომენტში. ამგვარ მოვლენას ადგილი აქვს ხიროსიმაში და ნაგასაკიში, სადაც ატომური ბომბების აფეთქების შედეგად შენობებზე დაფიქსირადა ე.წ. "მუდმივი ჩრდილები". რუსეთის და ევროპის წამყვანმა მეცნიერებმა ვარაუდი გაქმოთქვეს, რომ გამოსახულება წარმოიქმნა მძლავრი სპეციფიური გამოსხივების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გამოსხივება არ ემორჩილებოდა ჩვენთვის ცნობილ ფიზიკის კანონებს. ცნობილმა რუსმა ფიზიკოსმა ა. ბელიაკოვმა დაამუშავა თეორია, რომელსაც ”ცეცხლოვანი სხეულის თეორია” ეწოდა. აღდგომის მომენტში ქრისტეს სხეული სინათლედ გარდაისახა და ქსოვილზე გამოსახულება დატოვა, ისე, რომ მიმხმარი სისხლის და სხვა გვამური სითხეების ლაქები უვნებლად დატოვა (სუდარის გვამიდან აცლის შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა ნაკვალევი). ქრისტეს სხეული სუდარიდან სინათლის სახით გავიდა! მეცნიერთა მტკიცებით ეს წარმოადგენს უდაო ფიზიკურ დასტურს ქრისტეს აღდგომისა!

წმ. მოციქული პეტრე ქადაგებს: "ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რის მოწმენი ჩვენ ყველანი ვართ" (საქ. 2:32). ქრისტიანული მოძღვრების არსიც სწორედ აღდგომაშია. "... ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც" (1 კორ. 15:14) ამბობს მოციქული პავლე. მოციქულთა მოწმობა და მეცნიერული მტკიცებებიც ერთნაირად ჟღერს: ქრისტე აღსდგა! მაგრამ ქრისტე არა მხოლოდ აღსდგა მკვდრეთით, ის აღსდგა ახალ სხეულში, რომელზედაც აღარ ბატონობს სიკვდილი და ხრწნა. ერთი სხეულებრივი ფორმიდან მეორეში გარდასვლა მიმდინარეობს გარკვეული ატომურ-მოლეკულარული პროცესებით, რომლებიც სცილდება ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ კანონებს. მაგრამ თავათ ფაქტი აღდგომისა უდავოა. ეს არის დასაწყისი ახალი ცხოვრებისა ყველა ჩვენგანისთვის. ქრისტე პირველი აღსდგა მკვდრეთით, მასთან ერად კი აღსდგებიან მისი რჩეული ადამიანებიც. აი, რას ვზეიმობთ ჩვენ ამ დღეს - ქრისტეს აღდგომას, რომელიც მოხდა იერუსალემში ორი ათასი წლის წინ, და ასევე ჩვენს მომავალ აღდგომას!





ფოტომასალა





ტურინის სუდარაზე გამოსახული
ქრისტეს თავის 3D მოდელი.


ტურინის სუდარაზე გამოსახული
ქრისტეს სახის 3D მოდელი.
მსგავსი მოდელის მიღება შეუძლებელია
სხვა გამოსახულებიდან, ფოტოგრაფიიდან ან ნახატიდან.



ელექტრონული მიკროსკოპით მიღებული
ქსოვილის სურათი ნათლად ამტკიცებს,
რომ საღებავი ან ახვა პიგმენტები
სუდარაზე არ აღინიშნება.


ფოტომიკროგრაფი 2 ბოჭკოს
გამოსახულებით, რომელთა სისქე
160-800 ნანომეტრია.




Christ
ტურინის სუდარა

Christ

სინაის წმ. ეკატერინეს მონასტრის ქრისტე პანტოკრატორის
ხატი და ტურინის სუდარა (პროპორციების შედარებითი ბადით).



Christ

ქრისტეს ხატის და ტურინის სუდარის განლაგება ჭრილში.



Christ

აშშ ტურინის სუდარის შემსწავლელი ცენტრის მეცნიერები
1978 წ. საერთაშორისო ექსპერტიზაზე.



Christ

აშშ ტურინის სუდარის შემსწავლელი ცენტრის ქიმიური კვლევების
განყოფილების ხელმძღვანელი რ. როჯერსი (1927-2005)
1978 წ. საერთაშორისო ექსპერტიზაზე.



Christ

ქ. ტურინის (იტალია) საკათედრო ტაძარი, სადაც ინახება ქრისტეს სუდარა.



Christ

ქრისტეს სუდარის ორმხრივი ასლი ოკლენდის საერთაშორისო გამოფენაზე, 2005 წ.