სინაის ფოტო

სინაის სასწაული








ეს ფოტო გადაიღო მომლოცველმა მართლმადიდებელმა ქ-ნ ელპიდამ (ბერძ. იმედი), როდესაც ჯგუფთან ერთად ავტობუსით მოგზაურობდა წმიდა მიწაზე – სინაის მთაზე, 1998წ. უეცრად, სინაის მთასთან ქ-ნ. ელპიდამ გადაწყვიტა ავტობუსის ფანჯრიდანვე გადაეღო ფოტო-სურათი უდაბნოს ერთი ლამაზი ადგილისთვის. როდესაც ის ათენში დაბრუნდა და ფირი გაამჟღავნა, აღმოჩნდა, რომ 35 კადრი იყო ფერადი, ხოლო ერთი შავ-თეთრი. ქ-ნ. ელპიდამ გაიხსენა, რომ ეს სწორედ ის კადრი იყო, რომელიც უდაბნოს ლამაზ ხედს ავტობუსის ფანჯრიდან გადაუღო. ყველამ, ვინც კი ნახა ფოტო-სურათი აღნიშნა, რომ ცენტრში გამოსახული ადამიანი ძალიან ჰგავს ქრისტეს, ხოლო დანარჩენთა ვინაობას ვერ არკვევდნენ.

2000წ. ერთ ღმრთივ-სულიერ პიროვნებას, რომელიც რამოდენიმე დღით იმყოფებოდა ათენში და რომლის მეშვეობითაც იმედოვნებდნენ ამოეცნოთ ფოტო-სურათზე გამოსახულ პიროვნებათა ვინაობა, ეკლესიაში შეახვედრეს ქ-ნ. ელპიდა. ქ-ნ. ელპიდამ გადასცა მას ფოტო-სურათი და მოუყვა თუ როგორ გადაიღო იგი, რაზედაც მიიღო შემდეგი პასუხი: “ცენტრში გამოსახული პიროვნება მართლაც ქრისტეს ჰგავს, ხოლო დანარჩენთა ვინაობას ვერ ვარჩევ. დამიტოვეთ ფოტო და თუ ღმრთის წყალობით მეუწყა მათი ვინაობა – აუცილებლად შეგატყობინებთ”.

11 დღის შემდეგ მას მართლაც გამოეცხადა წმ. გიორგი ქოზიბელი, რომელმაც აუწყა: “სურათი, რომელიც ქალმა გადმოგცა ჭეშმარიტია. შუაში მართლაც უფალი იესო ქრისტეა, მარცხნივ გამოსახული მოხუცი - წმ. ელია წინასწარმეტყველია. მარჯვნივ გამოსახული ჭაბუკი - მთავარანგელოზი მიქაელია, რომელსაც მარცხენა ხელში მრისხანების ორი თასი უპყვრია და მალე გადმოღვრის. ხოლო მარჯვენა ნაპირას გამოსახული მამაკაცი მაღალი შუბლით და წვერით - პავლე მოციქულია და მას ხელში კვერთხი უკავია”.